გასულ წელს საქართველოში მშპ-ის მაჩვენებელმა 49 მილიონს გადააჭარბა
2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელმა 49 252.7 მლნ. ლარი შეადგინა. რეგიონულ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით ქ. თბილისი (51.2 პროცენტი) გამოირჩევა, შემდეგ მოდის აჭარის ა.რ. (10.1 პროცენტი), იმერეთი (8.5 პროცენტი), ქვემო ქართლი (7.5 პროცენტი) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (5.7 პროცენტი).
თბილისში შექმნილი მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი (21.1 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.3 პროცენტი) და მშენებლობა (10.1 პროცენტი). აჭარის ა.რ. რეგიონისათვის წამყვან ეკონომიკურ სექტორებს მშენებლობა (19.9 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (13.9 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობები (10.3 პროცენტი) წარმოადგენს. იმერეთში, ქვეყნის დამატებული ღირებულების მოცულობის მიხედვით მესამე რეგიონში, დიდი წილი უკავია დამამუშავებელი მრეწველობას (13.2 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობასა (12.4 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს (12.0 პროცენტი). ქვემო ქართლის მშპ-ში მნიშვნელოვანი წილით არის წარმოდგენილი დამამუშავებელი მრეწველობა (22.8 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (17.6 პროცენტი) და სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (7.1 პროცენტი).