სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პროგრამებით ფერმერები შეუფერხებლად სარგებლობენ – 183,700-ზე მეტ ფერმერს აგროქულები უკვე დაერიცხა
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე დაფერმერებზე“ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ.
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 25 დეკემბრის მონაცემებით, სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 183,700-ზე მეტ ფერმერს უკვე დაერიცხა აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 31.5 მლნ ლარს აჭარბებს, საიდანაც სპეციალიზირებულ სავაჭრო ობიექტებში უკვე განაღდებულია 27 მლნ ლარი. აგროქულების დარიცხვა გრძელდება.
,,• აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით,123,700-ზე მეტმა ბენეფიციარმა 32,000 ტონამდე მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღო. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები ჯამურად, 5.9 მლნ ლარამდე თანხა დაზოგეს.
• აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2020 წლის 31ოქტომბრის მონაცემებით, გაცემულია 17,000-ზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 18,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31 %-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 160 მლნ. ლარს
• მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში გაფორმებულია 120 ხელშეკრულება, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ შეადგინა 6.8მლნ. ლარზე მეტი.
• შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. გაცემულია 2,893 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 57 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 4,7 მლნ ლარს აჭარბებს.
• აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია 384 ხელშეკრულება, მათ შორის 252 ბენეფიციარს სასოფლო-სამეურნე ტექნიკის ღირებულების 50-% დაუფინანსდა,ბენეფიციარებს ასევე დაუფინასდათსასათბურე მეურნეობის მოწყობისა და მოდერნიზებისთვის შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენა და მათი სამონტაჟო სამუშაოები, ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვა და მონტაჟი. სახელმწიფოს თანადაფინანსებამ შეადგინა 9.6 მლნ. ლარზე მეტი,”- ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.