რუსეთში მოსახლეობა დაამშვიდეს, რომ მათი ვაქცინა ბრიტანეთში გამოვლენილ შტამსაც გაუმკლავდება

კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა ახალი შტამის წინააღმდეგაც იქნება ეფექტური, – განაცხადა რუსეთის როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელმა, ანა პოპოვამ.

მისი თქმით, “სპუტნიკV” ახალ მუტაციებსაც გაუმკლავდება, რადგან “კორონავირუსის უცვლელი ცილის ნაწილს შეიცავს”.

დეკემბრის შუა რიცხვებში ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა. ამჟამად ცნობილია, რომ ის 70%-ით სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ცნობილი შტამია. თუმცა, არ არის ცნობილი, რომ ის ადამიანის ორგანიზმში მძიმედ ვითარდება ან სიკვდილიანობას იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები