ფილიპინებზე 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ფილიპინების ქალაქ კალატაგანთან 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

სეისმოლოგების მონაცემით, მიწისქვეშა ბიძგები 114 კილომეტრის სიღრმეშია დაფიქსირებული.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, არც ცუნამის საფრთხეა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები