ხატია დეკანოიძე: კელი დეგნანის განცხადებაში ყველაზე ნიშანდობლივია, რომ ის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

“უნდა განვიხილოთ კონტექსტი, როდესაც ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა თქვა, რომ იმ მძიმე დარღვევით და ძალიან მძიმე მოცემულობით, რომელიც იყო 31 ოქტომბერს, საქართველოს მოსახლეობამ არჩევნების ნდობა დაკარგა”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ელჩის განცხადებაში ყველაზე ნიშანდობლივია ის, რომ ის ხელისუფლებას აკისრებს მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის.

„ზოგადად კონტექსტი უნდა განვიხილოთ, როდესაც ამერიკის ელჩმა თქვა, რომ იმ მძიმე დარღვევით და ძალიან მძიმე მოცემულობით, რომელიც იყო 31 ოქტომბერს, საქართველოს მოსახლეობამ ზოგადად ნდობა დაკარგა არჩევნების. ეს მისი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა. კი, ეს პარტიები, ჩვენ მოვხვდით პარლამენტში, მაგრამ ეს რეალობა არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც უნდოდათ საქართველოს მოქალაქეებს. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს რეალობა და დემოკრატიის იმიტაცია, რომელიც ივანიშვილს უნდა, არ იყოს ზუსტად ასახული იმ პარლამენტში, რომელმაც დაკარგა საერთოდ ყველანაირი ფუნქცია. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ელჩის განცხადებები, ძალიან ბევრი და მრავალმხრივი კონტექსტი. აქ იყო ყველაზე უფრო ნიშანდობლივი ის, რომ იგი ხელისუფლებას აკისრებს მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები