ავსტრიის სკოლებში პირბადეს ტარება სასამართლომ უკანონოდ ცნო

ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლომ სკოლებში კორონავრუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის მიერ შემოღებული ორი ზომა, არაკანონიერად ცნო.

The Local წერს, რომ საუბარია პირბადეს სავალდებულო ტარებასა და კლასების ორ ჯგუფად დაყოფა, მონაცვლეობით სწავლებისთვის.

მთავრობის მიერ დანერგილი სისტემა მდგომარეობდა იმაში, რომ მოსწავლეების ნაწილი ორშაბათობით და სამშაბათობით დადიოდა კლასებში, ნაწილი სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს. ასევე, გაკვეთილების გარდა, მოსწავლეებს პირბადე უნდა ეკეთათ.

სასამართლომ აღნიშნული ზომების არაკანონიერება განმარტა იმით, რომ “განათლების სამინისტროს არ განუმარტავს, რატომ თვლის ამგვარ ზომებს საჭიროდ”.

სასამართლოში სარჩელი ორმა მშობელმა შეიტანა. მათი თქმით, მიღებული ზომები კანონის წინაშე თანაბარუფლებიანობას, პირადი ცხოვრებისა და განათლების მიღების უფლებას არღვევს.

ქვეყნის განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაითვალისწინებენ და მის არგუმენტებს შეისწავლიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები