რუსეთის გენშტაბში ამტკიცებენ, რომ ნატო-ს პროვოკაციები მათ საზღვრებთან იზრდება

“რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს სამხედრო სწავლებები ანტირუსულ ხასიათს ატარებენ, იზრდება პროვოკაციები”, – განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, გენერალმა ვალერი გერასიმოვმა.

“ალიანსის ჯარის მომზადების ღონისძიებები მკვეთრად ანტირუსულ მიმართულებით ხასიათდება, რომელშიც სულ უფრო ერთვებიან ბლოკს გარეშე მყოფი ქვეყნები. აღინიშნება რუსეთის საზღვრებთან პროვოკაციული ქმედებები”, – თქვა გერასიმოვმა.

მისი თქმით, აღინიშნება ასევე ნატო-ს ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტის ზრდა, მათი სამხედრო პოტენციალის, მათ შორის, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების სფეროში.

“ეს კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ძალთა ბალანსზე და ერთ-ერთ მხარეს სტრატეგიული შეიარაღების გამოყენებაში უპირატესობას ანიჭებს. იზრდება განადგურების არაბირთვული საშუალებების როლი, რომლებიც მოქმედების შორი რადიუსით სარგებლობენ, მაღალი სიზუსტით”, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები