ერევანში აქციის მონაწილეთა დაკავება დაიწყო (ვიდეო)

​ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებები დაიწყო.

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ, დილიდან პარლამენტის შესასვლელი დაბლოკეს.

მათ სცადეს, შენობის ეზოში სამთავრობო მანქანები არ შეეშვათ, რასაც სამართალდამცველებთან შეხლა-შემოხლა და შემდგომ დაკავებები მოჰყვა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, იშხან საგატელიანმა განაცხადა, კაბინეტის წევრებმა შენობაში შესვლა შეძლეს, ახლა კი მათი ამოცანაა, რომ მათ შენობიდან გამოსვლა ვერ შეძლონ.

სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციასთან ვითარება დაძაბული რჩება. შეკრებილებმა ასევე მიმდებარე ქუჩები დაბლოკეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები