უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა

​ უკრაინაში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსი 1 001 132 ადამიანს დაუდასტურდა, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში 11 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ასევე, ბოლო 24 საათში დაავადებას 223 პაციენტი შეეწირა, ჯამურად, 17 395 ლეტალური შემთხვევაა.

გუშინ გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 488 ბავშვია, 445 კი – სამედიცინო პერსონალი.

ქვეყანაში ვირუსის დამარცხება სულ 631 435-მა პირმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები