საქსტატი: წინა წელთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 1.8 %-ით, ხოლო სამშენებლო მასალებზე ფასები 3.49 %-ით გაიზარდა

მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 4.2 პროცენტით გაიზარდა, – ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 15.6 პროცენტიანი ზრდით, რამაც 3.94 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

მათივე თქმით, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 1.8 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 6.3 პროცენტიანი ზრდით, რაც 3.49 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია 2020 წლის მესამე კვარტალში მშენებლობის ღირებულების ინდექსები წინა კვარტალსა და წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, ასევე ინდექსების ფორმირებაში მონაწილე ხარჯების კატეგორიების შესაბამისი ცვლილები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები