აშშ-ში მრავალსართულიან შენობაში ძლიერი აფეთქება მოხდა

აშშ-ის მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში მრავალსართულიან შენობაში, სადაც ოფისებია განთავსებული, ძლიერი აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად 23 ადამიანი დაშავდა.

ქალაქის სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ 21 დაშავებული ჰოსპიტალიზებულია, ასევე, ინციდენტის შედეგად შენობის სახურავი ჩამოინგრა.

მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები