ნიკოლოზ სამხარაძე: ,,ევროპის სახალხო პარტიას“ შეუძლია, საქართველოში თავის ასოცირებულ წევრ პარტიებს მოუწოდოს, რომ პარლამენტში შემოვიდნენ, როგორც ეს მათ ამომრჩეველმა დაავალა
ევროპის სახალხო პარტიას“ შეუძლია, საქართველოში თავის ასოცირებულ წევრ პარტიებს მოუწოდოს, რომ დემოკრატიულად იმოქმედონ და პარლამენტში შემოვიდნენ, როგორც ეს მათ ამომრჩეველმა დაავალა”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, სახელმწიფო დაფინანსების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი რომ არ იყოს, ვენეციის კომისია ამაზე დასკვნას გააკეთებს.
„ევროპის სახალხო პარტიას“ შეუძლია, საქართველოში თავის ასოცირებულ წევრ პარტიებს მოუწოდოს, რომ დემოკრატიულად იმოქმედონ და პარლამენტში შემოვიდნენ, როგორც ეს მათ ამომრჩეველმა დაავალა. სახელმწიფო დაფინანსების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ვენეციის კომისიაში გაგზავნის გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება მოქმედებს ევროპული, დემოკრატიული პრინციპის გათვალისწინებით. ამ კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი რომ არ იყოს, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ვენეციის კომისიამ ამაზე დასკვნა გააკეთოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
შეგახსენებთ, „ევროპის სახალხო პარტიამ“ განცხადება გაავრცელა, რომლითაც საქართველოს მმართველი პარტიის ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს.