შვეიცარიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

შვეიცარიაში დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო.

Swiss Info-ს ინფორმაციით, 90 წლის, მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები ქალბატონი პირველი ვაქცინირებული გახდა.

ქვეყნის რეგულატორმა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვა უქმეებზე გასცა, ქვეყანაში უკვე შეტანილი 107 ათასი დოზა და შეკვეთილია კიდევ სამი მილიონი.

გარდა ამ ვაქცინისა, შვეიცარიის რეგულატორი Moderna-სა და AstraZenenca-ს ვაქცინებს განიხილავს.

ჯამურად, ქვეყანა სამივე მწარმოებლისგან 15,8 მილიონი დოზის მიღებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები