ჩეხეთი მკაცრ კარანტინს დაუბრუნდა

ჩეხეთის მთავრობა მეხუთე, ყველა მკაცრი საკარანტინო ზომების შემოღებას განიხილავს.

IDNES-ის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში ინფიცირების 10 821 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირის საშუალო მაჩვენებელს 3 ათასით აღემატება და 6 ნოემბრის შემდეგ  ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მეოთხე დონის შემზღუდავი ზომები ქვეყანაში 18 დეკემბერს დაწესდა, როდესაც რესტორნების დახურვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ახალი ზომების დაწესება 27 დეკემბრიდან იგეგმება. ამ დღიდან, კვების მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა მაღაზია დაიკეტება, ასევე, საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ე.წ.  კომენდანტის საათი იმოქმედებს.

ასევე, დაიხურება მომსახურების სფეროს დაწესებულებებს და სკოლებს, საბავშვო ბაღების ფუნქციონირებას განაგრძობენ.

ჩეხეთი, ევროკავშირის დანარჩენის ქვეყნების მსგავსად, წლის ბოლომდე გეგმავს ვაქცინაციის დაწყებას. ქვეყნის მთავრობა ვარაუდობს, რომ პირველ ეტაპზე 10 ათას დოზას მიიღებს, ხოლო იანვრის ბოლოსთვის – 50 ათასს. ჯამურად, ქვეყანამ პრეპარატის 11,9 მილიონი დოზა შეუკვეთა, რაც 7 მილიონამდე ადამიანის აცრას ეყოფა.

გუშინ ასევე ქვეყნის პარლამენტმა საგანგებო ვითარების რეჟიმის 22 იანვრამდე გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები