“ადამიანის უფლებათა ცენტრმა” პროექტის “საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგი” ფარგლებში შემაჯამებელი ანგარიშები მოამზადა

“ადამიანის უფლებათა ცენტრმა” პროექტის “საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგი” ფარგლებში შემაჯამებელი ანგარიშები მოამზადა.

“სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო პროცესების მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიში 2020 წლის 1 თებერვლიდან 10 დეკემბრამდე სავარაუდო პოლიტიკური მოტივით მიმდინარე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული საქმეების სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგებს ასახავს. ადამიანის უფლებათა ცენტრის სასამართლო მონიტორები დააკვირდნენ ჯამში 96 სასამართლო სხდომას 25 საქმეზე.

საპროტესტო აქციების მონიტორინგის შედეგების ანგარიშში:

განხილულია 2020 წლის 1 მარტიდან, 15 დეკემბრამდე თბილისსა და რეგიონებში, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობების მიერ ორგანიზებული პოლიტიკური შინაარსისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი სხვა სახის საპროტესტო აქციების დაკვირვების შედეგები. ამ პერიოდში ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების დაკვირვების ქვეშ მოექცა 56 საპროტესტო აქცია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები