სომხეთში კორონავირუსის 838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პანდემიის დაწყებიდან კი რესპუბლიკაში 155 440 შემთხვევა ფიქსირდება.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემით, ვირუსს კიდევ 18 ადამიანი შეეწირა, ჯამურად,  2 691 ლეტალური შემთხვევაა.

ვირუსის დამარცხება სულ 135 638-მა პირმა შეძლო, მკურნალობას 16 451 ადამიანი აგრძელებს.

სომხეთში 11 იანვრამდე ე.წ.ნიღბის რეჟიმი და კარანტინი მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები