საფრანგეთში სამი პოლიციელი მოკლეს
საფრანგეთში, პიუ-დე-დომის დეპარტამენტში, 48 წლის მამაკაცმა სამი ჟანდარმი მოკლა, ერთი სამართალდამცველი დაჭრილია.
ინფორმაციას BFMTV პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღინიშნება, რომ პოლიციელები ერთ-ერთ სახლში ძალადობასთან დაკავშირებით მიღებული შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ.
იმ დროს კი, როცა ჟანდარმები ქალს სახურავიდან ჩამოსვლას ეხმარებოდნენ, მამაკაცმა მათი მისამართით ცეცხლი გახსნა.