საქართველოს გავლით ჩინეთში მეორე თურქული მატარებელი მიემართება

ბაქო-თბილისი – ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გავლით, თურქეთიდან ჩინეთში მეორე საექსპორტო მატარებელი მიემართება.
მატარებელმა სტამბოლი 21 დეკემბერს დატოვა, ჩინეთის პროვინცია სიანამდე მას 6 ათას 693 კილომეტრის გავლა მოუწევს. მატარებელი ამჯერადაც BSH-მაცივრებითაა დატვირთული.

პირველი საექსპორტო მატარებელი სტამბოლიდან 4 დეკემბერს დაიძრა და სიანის პროვინციაში 19 დეკემბერს ჩავიდა. მატარებელმა გადალახა 2 კონტინენტი, 2 ზღვა, გაიარა 5 ქვეყანა. საქართველო ამ მატარებელმა 9 დეკემბერს, დაახლოებით, 20:00 სთ-ზე დატოვა და გადავიდა აზერბაიჯანის სარკინიგზო სისტემაში. თურქულ-ჩინურმა საექსპორტო მატარებელმა საქართველოში 21 საათი დაჰყო. მატარებელი დანიშნულების ადგილზე 12 დღეში უნდა ჩასულიყო და 12-ნახევარ დღეში ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები