ნინო ჟვანიას „აღლუმი” – ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბში
26 დეკემბერს, 22:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბში წარმოდგენილი იქნება ნინო ჟვანიას ფილმი „აღლუმი”.
„აღლუმის” მსოფლიო პრემიერა კანადაში, ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
ფილმი გვიყვება ბავშვობის სამი მეგობრის ისტორიას. ერთ-ერთი მათგანი ციხიდან ახლად გამოსული უიღბლო კრიმინალია, მეორე – ქუჩის მხატვარი, მესამე კი ავანტურისტი მექალთანე მსახიობი.
ფილმში მთავარ როლებს გუგა კოტეტიშვილი, გოგა პიპინაშვილი და არჩილ ქიქოძე ასრულებენ.
კინოკლუბში გაწევრიანება შესაძლებელია ბმულის საშუალებით: https://www.facebook.com/groups/135578411346783
ფილმის ჩვენება გაიმართება პირდაპირ ფორმატში ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. პირდაპირი ჩვენების ბმული ასევე გაზიარდება ეროვნულ კინოკლუბში.