“მაგთიკომის” მომხმარებელთა ნაწილს მობილური სერვისი შეფერხებით მიეწოდება – კომპანიის განმარტება
კომპანია “მაგთიკომის” ინფორმაციით, მათი მომხმარებლების ნაწილს მობილური სერვისი შეფერხებით მიეწოდება.
კომპანია შექმნილი დისკომფორტისთვის მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.
“მაგთიკომის მომხმარებელთა ნაწილს მობილური სერვისი შეფერხებით მიეწოდება. მიმდინარეობს ოპერატიული ტექნიკური სამუშაოები რათა უსწრაფესად აღდგეს სრულფასოვანი სერვისი. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.