საქართველოში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების სულ 2 182 შემთხვევაა დაფიქსირებული.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 3 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 740 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები