დავით სერგეენკო: მოლაპარაკებებისთვის რესურსი არის – მეხუთე რაუნდზე გამოჩნდება შეთავაზებები

“არ ვფიქრობ, რომ ეს ჩიხური მდგომარეობაა, ჩემი აზრით  რესურსი მოლაპარაკებებისთვის არის”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მეხუთე რაუნდზე კონკრეტული შეთავაზებები გამოჩნდება.

„მდგომარეობა მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ეს ჩიხური მდგომარეობაა, ჩემი აზრით, რესურსი მოლაპარაკებებისთვის არის. ამ შეთავაზების წინასწარ გაჟღერება არ მგონია, სწორი იყოს, მეხუთე რაუნდზე გამოჩნდება შეთავაზებები.

ისევე, როგორც მოლაპარაკებების,  ამ რაუნდების ფილოსოფიაც ეგ არის, რომ მოხდეს ისეთი შეთავაზებების შეჯერება, რომელზეც კომპრომისი შესაძლებელი იქნება. მე არ ვიცი, კონკრეტულად რაზე იქნება მეხუთე რაუნდზე ლაპარაკი, თუმცა, მჯერა, რომ მოლაპარაკებისთვის ადგილი ისევ რჩება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები