სალომე ზურაბიშვილი: ქვეყანამ უნდა იცოდეს როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი

მივესალმები საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების გაგრძელებას,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანამ უნდა იცოდეს, როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი.

“ორი წლის წინ, როდესაც საქმის ხანდაზმულობის ვადა იწურებოდა, მივმართე საკანონმდებლო ორგანოს, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებული ყოფილიყო ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების თხოვნა გამოძიების ვადის გახანგრძლივების თაობაზე.
ქვეყანამ უნდა იცოდეს როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ვინც ჩაატარა სახალხო რეფერენდუმი და გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა”, – ნათქვამია ზურაბიშვილის განცხადებაში, რაც პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეა გამოქვეყნებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები