გია ვოლსკი: საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა საკმაოდ მაღალია იმისათვის, რომ საბოტაჟი არ გაგრძელდეს
“ოპოზიციის ხისტი პოზიცია განაპირობებს პროცესის, მეხუთე რაუნდის გაჭიანურებას”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა საკმაოდ მაღალია იმისათვის, რომ საბოტაჟი არ გაგრძელდეს.
,,ჩვენი ოპონენტები მზად არ არიან მოლაპარაკებებისთვის იმ საკითხებზე, რასაც ჰქვია პარლამენტის საქმიანობის გაგრძელება ისე, როგორც მათ შეუკვეთა საზოგადოებამ, რისთვისაც ჩატარდა არჩევნები და მიიღეს ხმები. მათი ხისტი პოზიცია განაპირობებს პროცესის, მეხუთე რაუნდის გაჭიანურებას.
ვფიქრობ, რომ საგანგებო მნიშვნელობა აქვს მოლაპარაკებას, მაგრამ მოლაპარაკების მაგიდასთან პროცესების დაფიქსირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება საზოგადოებისთვისაც და ჩვენი ოპარტნიორი ქვეყნებისთვისაც, განსაკუთრებით – ვინც ხელშემწყობი ფუნქციით გამოდის. ისტორიას ახსოვს საკმაოდ რთული მოლაპარაკებები საშინაო და საგარეო საკითხებზე და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა საკმაოდ მაღალია იმისათვის, რომ ეს საბოტაჟი არ გაგრძელდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.