ნინო ბერძული: მთავრობა ვაქცინაციის გეგმაზე მუშაობს, შექმნილია სამუშაო ჯგუფები, ამაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ოფისია ჩართული

“ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, ბევრი საკითხი განვიხილეთ, რომელიც შეეხებოდა როგორც კოვიდს, ასევე, გრძელვადიან გეგმებსა და იმ რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია, რომ გატარდეს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების თვალსაზრისით”, – ამის შესახებ ჯანმო-ს ევროპის რეგიონის ოფისის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელმა, ნინო ბერძულმა გიორგი გახარიასა და ჰანს კლუგეს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ყურადღება გამახვილდა ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე არის რამდენიმე ვაქცინა, რომელიც მალე, ალბათ, გადაუდებელი მოხმარებისთვის იქნება ავტორიზებული, თუმცა, მნიშვნელოვანია სისტემის მომზადება იმისთვის, რომ ვაქცინაციის წარმატებულად წარმართვა მოხდეს. ვიცით, რომ ამისთვის საქართველო, მთავრობა მუშაობს ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფები არის შექმნილი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ოფისი, რა თქმა უნდა, ჩართულია ამ გეგმის შემუშავების ნაწილში”, – განაცხადა ნინო ბერძულმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები