საქართველოში ყველაზე მეტ დოვლათს ვაჭრობა ქმნის
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით ვაჭრობა (15.1 პროცენტი) გამოირჩევა. მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა (11.6 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.7 პროცენტი), მშენებლობა (10.4 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (9.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.4 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (4.8 პროცენტი).
საქსტატის ცნობით, 2020 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა მიმდინარე ფასებში 13 331.2 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 5.6 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გაზარდილია 5.9 პროცენტით.