ვახტანგ ბუცხრიკიძე: ევროპის საინვესტიციო ბანკი განაგრძობს ჩვენს გვერდში დგომას ამ რთულ პერიოდში და კვლავაც მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესს

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, თიბისი ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანამშრომლობა უკვე 8 წელს ითვლის და ის საქართველოს გვერდით დგომას განაგრძობს.

„ჩვენ ვამაყობთ ევროპის საინვესტიციო ბანკთან წარმატებული თანამშრომლობით, რომელიც უკვე 8 წელიწადზე მეტს ითვლის და ჩვენი ეფექტიანი საქმიანი ურთიერთობის დასტურია. ევროპის საინვესტიციო ბანკი განაგრძობს ჩვენს გვერდში დგომას ამ რთულ პერიოდში და კვლავაც მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც კოვიდ-19 პანდემიის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა,”- განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებს კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში დახმარების მიზნით, თიბისი ბანკში არსებულ საკრედიტო ხაზს 25 მილიონ ევროს ამატებს და მის საერთო ოდენობას 81 მილიონ ევრომდე ზრდის.

მხარდაჭერა გავრცელდება საშუალო კაპიტალიზაციის მქონე ბიზნესებზეც. საკრედიტო ხაზი ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს სხვადასხვა ვალუტაში, მათ შორის საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ლარში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები