კარლ ჰარცელი: ევროკავშირის ბანკის მიერ გამოყოფილი რესურსით საქართველოში მოქმედ მეტ მცირე და საშუალო ზომის საწარმოს ექნება წვდომა ფინანსებზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, პანდემიის პერიოდში ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა.

ამის შესახებ კარლ ჰარცელმა ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის მიზნით დამატებით 25 მილიონ ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„პანდემიის პერიოდში ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა. ევროკავშირმა საქართველოსთვის კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად დახმარების უპრეცედენტო პაკეტის, 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება უზრუნველყო, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ბიზნესის ეკონომიკური აღდგენა წარმოადგენს. ევროკავშირის ბანკის მიერ გამოყოფილი რესურსი ამ კომპონენტს აძლიერებს და ადგილობრივი ბანკების საშუალებით მეტი დახმარების გაწევის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული შეთანხმების წყალობით, საქართველოში მოქმედ უფრო მეტ მცირე და საშუალო ზომის საწარმოს ექნება წვდომა ფინანსებზე, რაც მათ ამ რთული პერიოდის გადალახვის შესაძლებლობას მისცემს”, – თქვა დიპლომატმა.

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებს კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში დახმარების მიზნით, თიბისი ბანკში არსებულ საკრედიტო ხაზს 25 მილიონ ევროს ამატებს და მის საერთო ოდენობას 81 მილიონ ევრომდე ზრდის.

მხარდაჭერა გავრცელდება საშუალო კაპიტალიზაციის მქონე ბიზნესებზეც. საკრედიტო ხაზი ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს სხვადასხვა ვალუტაში, მათ შორის საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ლარში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები