ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს საწარმოების დასახმარებლად 25 მილიონი ევროს ინვესტიციას გამოყოფს

ევროპის საინვესტიციო ბანკი, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებს კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში დახმარების მიზნით, ,,თიბისი ბანკში,, არსებულ საკრედიტო ხაზს 25 მილიონ ევროს ამატებს და მის საერთო ოდენობას 81 მილიონ ევრომდე ზრდის.

მხარდაჭერა გავრცელდება საშუალო კაპიტალიზაციის მქონე ბიზნესებზეც. საკრედიტო ხაზი ხელმისაწვდომი შეიძლება, იყოს სხვადასხვა ვალუტაში, მათ შორის, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ლარში.

აღნიშნული ინვესტიცია წარმოადგენს კოვიდ-19-ის პანდემიაზე „ევროპის გუნდის” საგანგებო რეაგირების ნაწილს, რომლის მიზანია, დაეხმაროს საქართველოში სამუშაო ადგილების, ლიკვიდურობისა და ბიზნესოპერაციების შენარჩუნებას და ხელი შეუწყოს ეკონომიკის აღდგენას.

2007 წლიდან ევროკავშირის ბანკმა უზრუნველყო 2 მილიარდ ევრომდე მოცულობის ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკის ყველა ძირითად სფეროში, მათ შორის, სატრანსპორტო კომუნიკაციების, ჯანმრთელობის დაცვისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდასაჭერად.

ევროკავშირის ბანკის მიერ უზრუნველყოფილი ინვესტიცია გააძლიერებს მცირე და საშუალო ზომისა და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოებს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის ხერხემალსა და მთავარ დამსაქმებლებს წარმოადგენენ, ასევე ქვეყნის ფინანსურ სექტორს, პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსასვლელად საჭირო შესაძლებლობების გაზრდის გზით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები