ნათია თურნავა: სტრატეგიულ სახელმწიფო საწარმოებში, რომელთა განკერძოება არ იგეგმება, მოხდება უფრო მეტი კორპორატიზაცია, ცივილური მეთოდებით მართვა, მენეჯმენტსისტემის უფრო გამჭვირვალედ ჩამოყალიბება

პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე, რომელიც მიზნად ისახავს საწარმოების კორპორატიული მართვის გაუმჯობესებას, კომერციული მიზნების პრიორიტეტიზაციასა და სტრატეგიულ მიზნებსა და საწარმოთა ფლობის რაციონალურობას.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, იმ სტრატეგიულ სახელმწიფო საწარმოებში, რომელთა განკერძოება არ იგეგმება, მიმდინარე რეფორმის შედეგად, მოხდება უფრო მეტი კორპორატიზაცია, ცივილური მეთოდებით მართვა, მენეჯმენტის სისტემის უფრო გამჭვირვალედ ჩამოყალიბება. საბოლოოდ, ამოცანაა, რომ ეს საწარმოები იყვნენ ფინანსურად მდგრადები, დამოუკიდებლები და ჩვენი საფინანსო ბაზრების მნიშვნელოვანი მონაწილეები გახდნენ.

ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული პროცესი უკვე მიმდინარეობს სს „სახელმწიფო ელექტროსისტემაში”.

„აზიის განვითარების ბანკსა და მსოფლიო ბანკთან ერთად ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ მომენტთან, როდესაც ეს ორგანიზაცია გაკოტრების რეჟიმიდან გამოვა და შეძლებს დამოუკიდებლად დაფინანსების მოზიდვას. აღნიშნული პროცესი სხვა სახელმწიფო საწარმოებთან მიმართებით გაგრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები