ნათია თურნავა: გატარებულმა რეფორმებმა და ბიზნესის მხარდამჭერმა პროგრამებმა გარე ბაზრებზე ქართული ექსპორტის კონკურენტუნარიანობა გააძლიერა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის, ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყნის მთავრობა ქართული ექსპორტის ზრდისა და დივერსიფიკაციის მიზნით შესაბამის ღონისძიებების გატარებას აქიტურად გააგრელებს.

ამის შესახებ მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.

“ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი სტრუქტურული გამოწვევის – მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობა კვლავ აქტიურად გააგრძელებს შესაბამის ღონისძიებების გატარებას.

მისი ინფორმაციით, ამ მიმართულებით, მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი.

„წინა პერიოდში ამ თვალსაზრისით გატარებულმა რეფორმებმა და განსაკუთრებით მხარდამჭერმა პროგრამებმა გამოიწვია ის, რომ ჩვენი ექსპორტი საკმაოდ კონკურენტუნარიანია გარე ბაზრებზე და 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად და  ეკონომიკური დაღმასვლისა, ქართული ექსპორტი აჩვენებდა გარკვეულ პერიოდში ორნიშნა ზრდის ტენდენციებს, რაც თავისთავად იმაზე მეტყველებს, რამდენად გაძლიერებულია ჩვენი ექსპორტის კონკურენტუნარიანობა. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, გაგრძელდება მეწარმეებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა და არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პოტენციალის ათვისება, რომლის ფარგლებშიც მეწარმეებს ხელი შეეწყობათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წარმოებისა და სისტემების განვითარებაში ახალი ბაზრების მოძიების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები