მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც საკუთარ მოვალეობებთან დაკავშირებით კეთილსინდისიერადაა განწყობილი, აუცილებლად დაიწყებს დაკისრებული ფუნქციების შესრულებას

“იმედი მაქვს, ოპოზიციურ ძალებს შორის საღი აზრი იმარჯვებს და შევძლებთ, ოპტიმალურ შეთანხმებას მივაღწიოთ”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც საკუთარ მოვალეობებთან დაკავშირებით კეთილსინდისიერად არის განწყობილი, აუცილებლად დაიწყებს დაკისრებული ფუნქციების შესრულებას.

,,არ მგონია, რომ ოპოზიციის კონსოლიდაცია სრულყოფილია, რადგან დაგროვდა ძალიან ბევრი საკითხი, რომელზეც ოპოზიციის ფლანგებს შორის კონცეპტუალური შეხედულებები თვისობრივად განსხვავებულია, ასეც უნდა იყოს. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ აბსოლუტურად დესტრუქციულ დამოკიდებულებას ვაწყდებოდით, რაც დიდ ხანს არ და ვერ შენარჩუნდებოდა.

იმედი მაქვს, ოპოზიციურ ძალებს შორის საღი აზრი იმარჯვებს და შევძლებთ, ოპტიმალურ შეთანხმებას მივაღწიოთ. პოლიტიკური ძალები არიან, ვისთვისაც არჩევნების ის შედეგი, რაც გვაქვს, უბრალოდ მიუღებელია და არ სურთ, რომ შეასრულონ ფუნქცია სხვა პირობებში, ხელისუფლების ხელში აღების გარდა. მათი მოტივაცია გასაგებია, რომელიც იმთავითვე დესტრუქციული და მავნებლურია. ეს არ ეხება მთლიანად ოპოზიციას და იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც საკუთარ მოვალეობებთან დაკავშირებით კეთილსინდისიერად არის განწყობილი, აუცილებლად დაიწყებს დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები