საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ისევ თურქეთია

2020 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 202.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.6 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 3 016.4 მლნ.აშშ დოლარს შეადგენს (11.3 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი – 7 186.0 მლნ. აშშ დოლარს(15.9 პროცენტით ნაკლებია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-ნოემბერში 4 169.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.9 პროცენტია.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 429.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 185.7 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 092.2 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 76.4 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (445.9 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (399.6 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (396.6 მლნ. აშშ დოლარი).

საანგარიშო პერიოდში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.0 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1,257 მლრდ აშშ დოლარი), რუსეთი (789.1 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (646.3 მლნ. აშშ დოლარი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები