DOTA 2-ის 1v1 ჩემპიონატის გამარჯვებული ცნობილია

Red Bull River Runes DOTA 2-ის 1v1 ჩემპიონატში გაიმარჯვა ომარ ჯანგავაძემ (tr1cky). მეორე  ადგილი ერგო გიორგი ხარებოვს (Kaworiya), მესამე კი- გიორგი აკოფოვს (Shinki).

საპრიზო ფონდი 5000 ლარი იყო  და პირველ სამ ადგილზე ასე განაწილდა: I ადგილი: 2500 ლარი;   II ადგილი: 1500 ლარი; III ადგილი: 1000 ლარი.

Red Bull River Runes საქართველოში წელს პირველად გაიმართა და მასში მონაწილეობა 172 მოთამაშემ მიიღო. ჩემპიონატი 19 დეკემბერს დაიწყო და 20 დეკემბერს, გამარჯვებულის გამოვლენით დასრულდა.

DOTA 2 ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი და პოპულარული მრავალმოთამაშიანი კომპიუტერული თამაშია, Red Bull River Runes-კი, მისი 1v1 მოდიფიცირებული ვერსიაა, სადაც მოთამაშეების რაოდენობასთან ერთად შეცვლილია თამაშის წესები.

საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობა შეეძლოთ მოთამაშეებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 16 წელი. ჩემპიონატი ონლაინ მიმდინარეობდა და ისტრიმებოდა ტვიჩის არხზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები