ბორის ჯონსონი: მეტი შანსი გვაქვს დავიცვათ ახლობლების სიცოცხლე, რათა ისინი მომდევნო დღესასწაულებზე კვლავ ვნახოთ

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შტამპის შესახებ დეტალებს ყვება. აღნიშნულის შესახებ მან “Twitter”-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

როგორც ჯონსონი აღნიშნავს, ვირუსის ახალი შტამპი შესაძლოა 70%-ით უფრო გადამდები იყოს. ამასთანავე, ჯერ არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, ვირუსის ახალი მუტაცია გაცილებით მძიმე ავადმყოფობას იწვევს თუ არა და არც სიკვდილიანობის გაზრდაზეა ჯერ საუბარი შესაძლებელი.

ამავდროულად, იმ პოტენციური რისკების გათვალისწინებით ბრიტანელები ვერ შეძლებენ შობის ისე აღნიშვნას როგორც გეგმავდნენ.

“ჩვენ შესაძლოა ახლა ვწირავთ შანსს შობას ახლობლების გარემოცვაში შევხვდეთ, მაგრამ უფრო მეტი შანსი გვაქვს დავიცვათ მათი სიცოცხლე, რათა ისინი მომდევნო დღესასწაულებზე კვლავ ვნახოთ”,- აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები