განადგურებულია კუნძული კია, დაღუპულია 4 ადამიანი – ფიჯიზე ქარიშხალი მძვინვარებს (ფოტო)

ფიჯის რესპუბლიკას ციკლონი “იასა” დაატყდა თავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “Reuters” ავრცელებს.

სტიქიას უკვე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ამასთან პატარა კუნძული კია სრულად განადგურდა.

გამოცემის თანახმად, ქარიშხალს საფირ-სიმპსონის ქარიშხლების შკალის მიხედვით მეხუთე კატეგორია მიენიჭა. ამავდროულად, ბუას პროვინციაში 70%-იან ზარალს ითვლიან. დაზიანებულია კავშირგაბმულობის ხაზები, უამინდობა სახელმწიფო სტრუქტურებს სრული სურათის აღქმაში ხელს უშლის.

“წითელი ჯვრის” მოხალისეები დაზარალებულებს ეხმარებიან. ხალხს სასმელი წყალი და თავშესაფარი ესაჭიროება. მოხალისეები სხვადასხვა დაავადებების გავრცელებასაც შიშობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები