აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით ინფიცირების 400 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში 400 ათასი კოვიდინიფიცირებული გამოვლინდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში დაინფიცირების 403 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ამერიკაში ყოველდღიურად კორონავირუსის 218 619 შემთხვევა ვლინდებოდა, რაც 19%-ით მეტია ვიდრე გასული წინა ორი კვირის განმავლობაში.

“Worldometer”-ის ინფორმაციით, აშშ-ში COVID-19-ის 18 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, 323,3 ათასი ადამიანი ვირუსის შედეგად დაიღუპა, ხოლო 10,5 მილიონი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები