საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი ორი წლით გახანგრძლივდა

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი ორი წლით გახანგრძლივდა.

როგორც მისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, 3 დეკემბერს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი 2022 წლის 14 დეკემბრამდე გაახანგრძლივოს. აღნიშნული პერიოდისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან მისიისთვის 44,8 მილიონი ევროა გათვალისწინებული.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (EUMM) სამოქალაქო მისია და ის 2008 წლის დეკემბერში რუსეთ-საქართველოს შორის აგვისტოს ომის შემდგომ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების მიღწევის შემდგომ განთავსდა. მისი მიზანია კონფლიქტის მხარეებს შორის ურთიერთობების სტაბილიზაციის, ნორმალიზაციისა და ნდობის გამყარების ხელშეწყობა. 2020 წლის მარტიდან მისიას მარეკ შჩიგელი ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები