მიხეილ სააკაშვილი: “ნაციონალურ მოძრაობას” რეგისტრაციას თუ გაუუქმებენ, გააუქმონ, თუ დაფინანსებას ჩამოართმევენ, ჩამოართვან
“ჩვენ უნდა გავაკეთოთ ფართო კოალიცია. ჩვენ გვჭირდება ყველა პატარა ჯგუფი, ვინც ივანიშვილის მოსყიდვის ცდუნებას არ აყვება, ვინც არ გახდება ნაწილი ამ დიდი უღირსობის, რასაც ივანიშვილი უმზადებს ოპოზიციის ნაწილს, რის გამოც გადადო ამ დეპუტატების უფლებამოსილების გაუქმება”, – ამის შესახებ საქართველოა ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, იმის გამო, რომ სააკაშვს იცნობენ, ადამიანები იჩაგრებიან.
,,ესენი არიან სრული “ბეზპრიძელშნიკები”. ჩემი დაცვის ყოფილი წევრს, რომელიც მეგობრებთან ერთად გემით გადაადგილდებოდა ყველა საერთაშორისო წესის დაცვით, გავარდნენ ზღვაში სტაცეს ხელი და გამოათრიეს, იმიტომ რომ დეკლარილებული იყო სახელი და გვარი. ჰყავთ ციხეში არაფრისთვის. უკაცრავად ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს, ტიპი აიყვანეს ტყვედ იმის გამო, რომ როდესღაც ჩემთან იყო დაკავშირებული და მიცნობს. ადამიანს ჩაგრავენ მხოლოდ იმის გამო, რომ მე მიცნობს. სააკაშვილში ხომ არაა საქმე. ადამიანებს ღირსეული ცხოვრება უნდათ, ძალიან დიდი უსამართლობა ხდება ქართველი ხალხის მიმართ, ძალიან დიდი უბედურება ხდება თითოეული მოქალაქის მიმართ. აქ სააკაშვილებში რომ იყოს საქმე საერთოდ ავორთქლდებოდი და გავქრებოდი ოღონდ ჩემ ხალხს რამე ეშველოს. ძალიან დიდ უსამართლობას ვუპირისპირდებით. ამ სიტუაციაში რაზე ვსაუბრობთ? “ნაციონალურ მოძრაობას” რეგისტრაციას თუ გაუუქმებენ, გააუქმონ, თუ დაფინანსებას ჩამოართმევენ, ჩამოართვან”, – განაცხადა სააკაშვილმა.