დრო იქნება საჭირო, რომ მოსახლეობის საკმარისი ნაწილი აიცრას, რათა საზოგადოებამ კოლექტიური იმუნიტეტი გამოიმუშაოს – ჰანს კლუგე
„დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც იქნება გამოყენებული, იქნება უსაფრთხო და ეფექტური. როგორც წესი, კარგი ვაქცინის შემუშავებას 5-10 წელი სჭირდება, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ჩვენ ერთ წელზე ნაკლებ დროზე ვსაუბრობთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა.
„არსებობს სინათლე გვირაბის ბოლოს.სულ უფრო მეტი ვაქცინაა, რომელიც გადის დამტკიცების პროცედურას და ისინი მომავალი წლიდან გავრცელდება. თუმცა უნდა გავიაზროთ, რომ დრო იქნება საჭირო იმისთვის, რომ მოსახლეობის საკმარისი ნაწილი აიცრას, რათა საზოგადოებამ კოლექტიური იმუნიტეტი გამოიმუშაოს. ასე რომ, ჩემი მესიჯი უცვლელია, ჩვენ უნდა მივყვეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებს. დრო იქნება საჭირო იმისთვის, რომ მოსახლეობის საკმარისი ნაწილი აიცრას, რათა საზოგადოებამ კოლექტიური იმუნიტეტი გამოიმუშაოს. ასე რომ, ჩემი მესიჯი უცვლელია, ჩვენ უნდა მივყვეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებს“ – განაცხადა ჰანს კლუგემ.
„ჯანმოს” ევროპის რეგიონული დირექტორი, ჰანს კლუგე დღეს, ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, კლინიკურ სასტუმროს სტუმრობდა.