ჰანს კლუგე: საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ფოკუსი გაკეთდება პირველადი ჯანდაცვის სისტემაზე

“საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ფოკუსი გაკეთდება პირველადი ჯანდაცვის სისტემაზე”, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალურმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ ევროპასა და საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების შესრულება გააგრძელონ.

„მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებს პოზიტიური ეფექტი აქვს, მაგრამ ჩვენ ეს უნდა გავაგრძელოთ. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ საქართველო არის პრიორიტეტული ქვეყანა ჩემთვის, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური დირექტორისთვის. 24 საათი დამჭირდა, რომ კიევიდან ჩამოვსულიყავი, ეს ემსახურება თანამშრომლობის გაზრდას, ამ სიტუაციში ჩვენ შეგვიძლია გამოცდილება გავუზიაროთ საქართველოს და ამავდროულად მისგანაც ვისწავლოთ რაღაც, რაც სხვა ქვეყნებისთვის გასაზიარებლად გამოგვადგება”, – განაცხადა კლუგემ.

მისივე თქმით, საქართველოში პირველადი ჯანდაცვის გეგმით დიდი ყურადღება ექცევათ ჯანდაცავის მუშაკებს.

„საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ფოკუსი გაკეთდება პირველადი ჯანდაცვის სისტემაზე, რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ ქვეყნებმა, რომელსაც აქვთ ძლიერი პირველადი ჯანდაცვის სისტემა, უფრო დამაჯერებლად გაართვეს თავი პანდემიასთან ბრძოლას. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ არსებობს პირველადი ჯანდაცვის გეგმა და მთელი ყურადღება მხოლოდ კლინიკებზე არ არის გადატანილი. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის გეგმით დიდი ყურადღება ექცევათ ჯანდაცავის მუშაკებს. ეს ძალიან მახარებს, რადგან არ არსებობს ჯანდაცვა, ჯანდაცვის მუშაკების გარეშე. ჯანდაცვის მუშაკები პირველ ხაზზე მუშაობენ, ისინი იყვნენ ამ პანდემიის პირობებში გმირები და მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას და ვთხოვ,  დააფასოთ და დაეხმაროთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს,“ – განაცხადა კლუგემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები