UNWTO: 2019 წელთან შედარებით, მსოფლიოში ტურისტების რაოდენობა 900 მილიონით, საერთაშორისო ვიზიტების რიცხვი კი 72%-ით შემცირდა

ტურიზმის სფერომ 2020 წლის პირველ 10 თვეში 935 მილიარდი დოლარით იზარალა. საგანგაშო სტატისტიკას მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) აქვეყნებს.

„2019 წელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 900 მილიონით, საერთაშორისო ვიზიტების რიცხვი კი 72%-ით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ტურიზმის განვითარების მაჩვენებელი 1990 წლის დონეს დაუბრუნდა“, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. კატასტროფული ზარალი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებითაა გამოწვეული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები