ლატვიის მთავრობამ კორონავირუსთან დაკავშირებით ე.წ. fake news-ის გავრცელების გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა

17 დეკემბერს, რიგის ქალაქის საკრებულომ კოვიდ-შეზღუდვების წინააღდეგ 20 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორსა და აქტივისტს, ვალენტინ იერემეევს აქციის გამართვაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილა. მიზეზად 12 დეკემბერს ამავე ჯგუფის მიერ გამართული აქცია დასახელდა, რა დროსაც მომიტინგეების მხრიდან ეპიდემიოლოგიური რეგულაციების მასობრივი დარღვევა მოხდა.

მთავრობის განცხადებით, არასანქცირებული აქციის გამართვის მცდელობის შემთხვევაში, სამართალდამცველები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. აღსანიშნავია, რომ აქციის ორგანიზატორის მიმართ კორონავირუსთან დაკავშირებით ე.წ. fake news-ის გავრცელების გამო სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები