ლიეტუვაში ახალი წლისთვის საგანგებო ვითარების გამოცხადებასა და ე.წ. კომენდანტის საათის დაწესებას გეგმავენ – მოსახლეობას საცხოვრებელი სახლის დატოვება მხოლოდ წინასწარ მიღებული ნებართვის საფუძველზე შეეძლება

ლიეტუვას პრემიერმინისტრის, ინგრიდა შიმონიტეს განცხადებით, ჩატარებული ტესტების სიმცირის გამო, არსებობს რისკი, რომ ოფიციალური მონაცემები ქვეყანაში რეალურად არსებულ დრამატულ ვითარებას ვერ ასახავს.
პრემიერმა გააფრთხილა მოსახლეობა, რომ თუ მოქალაქეები არსებულ შეზღუდვებს არ დაემორჩილებიან, მაშინ ქვეყანა კორონავირუსის მორიგი ტალღის საფრთხის წინაშე დადგება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ახალი წლის დასაწყისში ქვეყნის პარლამენტს საგანგებო ვითარების გამოცხადება და ე.წ. კომენდანტის საათის დაწესება მოუწევს. შედეგად, მოსახლეობას საცხოვრებელი სახლის დატოვება მხოლოდ წინასწარ მიღებული ნებართვის საფუძველზე შეეძლება, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები