მოსკოვის სკოლაში დაღუპული მასწავლებლის და პოლიციელის ოჯახები 5 მილიონ რუბლს მიიღებენ
მასწავლებლის და პოლიციელის ოჯახები, რომლებიც მოსკოვის სკოლაში მოსწავლემ მოკლა, 5 მილიონ რუბლს მიიღებენ, – ამის შესახებ “რია ნოვოსტი” ქალაქის მერის, სერგეი სობიანიას განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. ხოლო მეორე – დაშავებული პოლიციელის ოჯახს 2 მილიონი რუბლი გადაეცემა.
შეგახსენებთ, რომ 3 თებერვალს მოსკოვის 263-ე სკოლაში უფროსკლასელმა მოსწავლემ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც პოლიციელი სერგეი ვიქტოროვიჩი და გეოგრაფიის მასწავლებელი კირილოვ ანდრეი ნიკოლაევიჩი გარდაიცვალნენ. სკოლა ბლოკირებული ჰქონდა სპეცრაზმს. მოსწავლის დაკავება მამის დახმარებით მოხერხდა, რომელმაც პოლიციელებს ჯავშანჟილეტი სთხოვა და შვილთან მოსალაპარაკებლად გაემართა.