გია ვოლსკი: საფუძვლიანია ეჭვი, რომ „სამართლიანი არჩევნები“ გარკვეულ პოლიტიკურ პლატფორმაზე მყოფ ადამიანებსა და სუბიექტებს ხელს უწყობდა
‘საფუძვლიანია ეჭვი, რომ „სამართლიანი არჩევნები“ გარკვეულ პოლიტიკურ პლატფორმაზე მყოფ ადამიანებსა და სუბიექტებს ხელს უწყობდა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, საკმაო ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ აღიარა შეცდომა და ამას ტექნიკური შეცდომა დაარქვა.
„საოცარი რამ მოხდა, „სამართლიანმა არჩევნებმა“ „სამართლიანი“ დასკვნა გამოაქვეყნა იმასთან დაკავშირებით, რომ, თურმე, სერიოზული აცდენაა პარალელურ დათვლასა და ცესკო-ს მონაცემებს შორის. საკმაო ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ აღიარა შეცდომა და ამას ტექნიკური შეცდომა დაარქვა. ვფიქრობ, რომ ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია არ უნდა იყოს დაგმობილი თავის საქმიანობაში, რომელსაც ათეული წლებია საქართველოში ეწევა, მაგრამ კონკრეტულად ეს შემთხვევა იმაზე მიუთითებს, რომ საფუძვლიანია ეჭვი, რომ გარკვეულ პოლიტიკურ პლატფორმაზე მყოფ ადამიანებსა და სუბიექტებს ხელს უწყობდნენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.