მიხეილ სარჯველაძე – ბაჩალიაშვილის საქმეზე: სამწუხარო რეალობაა, როცა პოლიტიკოსები ადამიანურ ტრაგედიებს ცუდი მოტივებით იყენებენ

“სამწუხარო რეალობაა, როცა პოლიტიკოსები ადამიანურ ტრაგედიებს ცუდი მოტივებით იყენებენ – ეს აბსოლუტურად დაუშვებელი და უზნეო საქციელია”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საქმეზე სპეკულაციების საფუძველი არ არსებობს.

„სამწუხარო რეალობაა, როცა პოლიტიკოსები ადამიანურ ტრაგედიებს ცუდი მოტივებით იყენებენ – ეს აბსოლუტურად დაუშვებელი და უზნეო საქციელია. ძალიან დასანანია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები ასეთი მეთოდებით სპეკულირებენ. ამას არაფერი არ ამართლებს – ეს არის დაუშვებელი და წარმოუდგენელი. გამოძიებამ სრულფასოვანი დასკვნა დადო, რომლის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სპეკულაციების საფუძველი არ არსებობდა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმე დახურა. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები