მაკრონთან კონტაქტის შემდეგ, ესპანეთის პრემიერი და ევროსაბჭოს თავმჯდომარე თვითიზოლაციაში გადავიდნენ

ესპანეთის პრემიერი, პედრო სანჩესი საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გადავიდა.

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, სანჩესი კი მას პარიზში 14 დეკემბერს შეხვდა.

ესპანეთის პრემიერი თვითიზოლაციაში 24 დეკემბრამდე დარჩება.

სანჩესისა და მაკრონის შეხვედრაზე ასევე ევროსაბჭოს თავმჯდომარე – შარლ მიშელი და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი – ხოსე ანხელ გურია იმყოფებოდა.

შარლ მიშელის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოს თავმჯდომარე ასევე გადავიდა თვითიზოლაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები