მსოფლიოს ძირითად ქვეყნებში, მკვეთრად გაუარესებული კოვიდსტატისტიკის გამო, მკაცრი შეზღუდვები ნარჩუნდება

წინასაშობაო პერიოდში, როგორც დაანონსებული იყო, ევროპის ქვეყნები შეზღუდვებს ამკაცრებენ.

იტალიის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, 2020 წელს, ქვეყნაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე მაღალი იქნება.
იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველის, უოლტერ რიკარდის განცხადებით, ეროვნული ტრაგედიის თავიდან აცილების მიზნით, უმკაცრესი ზომების მიღება გარდაუვალი იქნება. ასევე, მან აღნიშნა, რომ მთავრობა ამჟამად ზომების გამკაცრებას განიხილავს, თუმცა მისი აზრით, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად დიდი ქალაქების სრული ჩაკეტვაა აუცილებელი.
იტალიური მედიის ცნობით, მთავრობა, შობა-ახალ წელს, ქვეყნის მასშტაბით „წითელი ზონის“ რეჟიმის გამოცხადებას გეგმავს;
16 დეკემბერს, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 17 572 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ლეტალობის მაჩვენებელი კვლავ საგანგაშოდ მზარდია. ბოლო 24 საათში იტალიაში 680 პირი გარდაიცვალა

უკრაინაში გამოცხადდა ინფორმაცია ახალი რეგულაციების შესახებ, რომლის მიხედვითაც სკოლები, არაძირითადი ბიზნესები, სავარჯიშო დარბაზები დაკეტილი იქნება 2021 წლის 8 იანვრიდან 24 იანვრამდე. ათასობით ადამიანი შეიკრიბა კიევში ახალი რეგულაციების გასაპროტესტებლად. დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის; დაშავებულია დაახლოებით 40 პოლიციელი. მცირე ბიზნესების მფლობელები ითხოვდნენ, რომ მთავრობამ მათ გასასახადები შეუმციროს. აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს პოლიციას, ხოლო პოლიციამ მათ ცრემლსადენი გაზით უპასუხა. ასევე, დაშავებულ პოლიციელებს აღენიშნებათ თვალების დამწვრობა ქიმიური ნივთიერებით.
ბოლო დღე-ღამეში, უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირების 10 622 და გარდაცვალების 264 ფაქტი გამოვლინდა.

შვედეთი შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს – თავდაპირველი სტრატეგია რომლითაც ლოქდაუნი არ გამოცხადდა შეცდომად შეფასდა.
შვედეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის სფეროს იმ წარმომადგენლებმა, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება, კორონავირუსის პირველი ტალღის დროს არ დაეწესებინათ ლოქდაუნი, სათანადოდ ვერ გათვალეს პანდემიის შედეგი. ამჟამად ქვეყანას ჰყავს 341,029 ინფიცირებული და 7 667 გარდაცვლილი, რაც მკვეთრად აღემატება მეზობელი ქვეყნების მაჩვენებელს. ასევე, ზაფხულში, შვედეთის მემარცხენე მთავრობა დანიშნა სპეციალური კომისია, რომელმაც თავის სპეციალურ ანგარიშში დაწერა – ქვეყანამ ვერ შეძლო სათანადო ყურადღება მიექცია მოხუცებისთვის. იმავე ანგარიშის მიხედვით, ქვეყანა არ იყო სათანადოდ მომზადებული კოვიდ ინფიცირებულების სამკურნალოდ.
შემოდგომაზე, შვედეთში დაიწყო ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა, რაც ჯანდაცვის სისტემისთვის გამოწვევა აღმოჩნდა. ინფექცია სწრაფად გავრცელდა ექიმებში, რის შემდეგაც მთავრობამ მხარი დაუჭირა რეგულაციების გამკაცრებას, მათ შორის საღამოს 10 საათის შემდეგ აიკრძალა ალკოჰოლის გაყიდვა ბარებსა და რესტორნებში. ასევე, დღემდე შვედეთში აკრძალულია 8 ადამიანზე მეტის შეკრება.
გაერომ პანდემიის კრიზისი შეადარა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ კრიზისს – წელს UNICEF-ი თავისი არსებობის ისტორიაში პირველად, ეხმარება საკვებით დიდი ბრიტანეთის ბავშვებს კოვიდ პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად. ბრიტანეთის მთავრობის მონაცემებით, 2020 წლის მაისში 2.4 მილიონ ბავშვს არ ჰქონდა საკმარისი საკვები, ხოლო ოქტომბრის თვეში, ეს მაჩვენებელი, კიდევ 900,000-ით გაიზარდა

აღსანიშნავია რომ დიდ ბრიტანეთში გამკაცრდა შეზღუდვებიც, ლონდონი გადავიდა მაღალი სიფრთხილის ზონაში და გაამკაცრა რეგულაციები, ასევე უელსის მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბერს, დღის ბოლოს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაღაზიების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი, ფიტნესცენტრები და მომსახურეობის სექტორის სხვა წარმომადგენლები, მათ შორის პაბები და რესტორნები მუშაობას შეწყვეტენ;
მთავრობის გადაწყვეტილებით საახალწლო დღესასწაულებზე მხოლოდ ორი სხვადასხვა ოჯახის წარმომადგენლები შეძლებენ სახლში ერთად შეკრებას;
აღნიშნული შეზღუდვები, მთავრობის მიერ, 2 კვირის შემდეგ გადაიხედება;
აშშ-ში ცენტრალური მთავრობა მოსახლეობისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცებას კვლავ აგვიანებს.
კონგრესს ისევ არ მიუღია გადაწყვეტილება მოქალაქეების დახმარების შესახებ
სენატორმა სანდერსმა გააკეთა განცხადება პანდემიის მეორე ტალღის დროს მოქალაქეების დახმარების მნიშვნელობაზე და მოუწოდა კონგრესს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს კანონი პირდაპირი წესით მოქალაქეების დახმარების შესახებ.

გერმანია ითვლება, რომ გერმანია არის დღესდღეობით, კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე დაზარებული ქვეყანა. ანალიტიკოსების აზრით, არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც გერმანიაში არ იკლებს ინფიცირების მაჩვენებელი და საჭირო გახდა ახალი ლოქდაუნის გამოცხადება. მაგალითად, საქსიონიის რეგიონში მაღალი ინფიცირების ძირითადი მიზეზებია – ღია საზღვრები დაუარი პირბადის ტარებაზე.

ნიდერლანდების მთავრობამ, 15 დეკემბერს გამოაცხადა 5 კვირიანი ლოქდაუნი, დაიკეტა ყველა მაღაზია, სკოლები, მუზეუმები და სავარჯიშო დარბაზები.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა 16 დეკემბერს, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები საგრძნობლად მოიმატებს, ესპანეთის მთავრობა მოქმედ რეგულაციებს გადახედავს და საახალწლოდ ზომებს გაამკაცრებს;
15 დეკემბერს, ესპანეთში COVID-19-ით ინფიცირების 10 328 და გარდაცვალების 388 ფაქტი დაფიქსირდა; უახლესი მონაცემების თანახმად, 14 დღის განმავლობაში ესპანეთში 100 000 მოსახლეზე 198.77 ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება.
დანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 დეკემბრიდან სავაჭრო ცენტრები ქვეყნის მასშტაბით დაიკეტება. სუპერმარკეტები ღია რჩება. მთავრობა შობის პერიოდში სხვა დამატებით შეზღუდვებსაც გეგმავს.
სლოვაკეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით,19 დეკემბრიდან სლოვაკეთში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაღაზიების გარდა, ყველა მაღაზია დაიკეტება და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, გადაადგილება შეიზღუდება.

16 დეკემბერს, რუსეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა ახალი შემთხვევების 26 509 ფაქტი გამოვლინდა. გარდაიცვალა 596 ინფიცირებული;
სანქტ-პეტერბურგის ვიცე-გუბერნატორის განცხადებით, COVID-19-ით ინფიცირებულთათვის, ქალაქში საწოლფონდის სულ თავისუფალი 4 პროცენტიღაა დარჩენილი.

15 დეკემბერს, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 32 102 და გარდაცვალების 235 ფაქტი დაფიქსირდა. ლეტალობის აღნიშნული მაჩვენებელი თურქეთისთვის მორიგი ანტირეკორდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები