1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2905 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2905 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2905 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2889 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0016 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0006 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9954 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0052 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.